მუსიკა

Article on other languages:

del.icio.us del.icio.us
Digg Digg
Furl Furl
Reddit Reddit
Rojo Rojo
Add to OnlyWire
მუსიკალური ნოტები.

მუსიკა (ბერძნ. μουσική musike) არის ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.

მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება, კინო. განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან (ჰომოფონია, პოლიფონია, ჰეტეროფონია) მუსიკას.

ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.

სექციების სია

მუსიკის სტილები და ჟანრები

ბლუზი — ელექტრონული მუსიკა — ვესტერნი — კამერული მუსიკა — კლასიკური მუსიკა — კომიკური ოპერა — მარში — ოპერა — ოპერეტა — პანკი — პასტორალი — პოპ–მუსიკა — რაფსოდია — რეგეი — რეპი — როკ–მუსიკა — მეტალი — საესტრადო მუსიკა — სერენადა — სიმფონიური მუსიკა — სიმფონია — სიმღერა — სიუიტა — სონატა — სოული — ტანგო — ქანთრი — ხალხური მუსიკა — ჯაზი — ჰეროიკული ოპერა — ჰიმნი

მუსიკის ზოგადი ტერმინები

მუსიკალური საკრავები

დასარტყმელი საკრავები - ელექტრონული საკრავები - კლავიშებიანი საკრავები - სასულე საკრავებისიმებიანი საკრავებიხემიანი საკრავები

სხვადასხვა

მუსიკის დარგის მოღვაწეები

კომპოზიტორიმომღერალიმუსიკოსი

მუსიკალური კოლექტივები

ანსამბლი - ბენდი - დუეტი - კვარტეტი - მუსიკალური ჯგუფი - ორკესტრიტრიო - ქორო

ეროვნული მუსიკა

აზერბაიჯანული მუსიკაარაბული მუსიკაინდური მუსიკაიტალიური მუსიკაქართული მუსიკა

იხილეთ აგრეთვე

ქართული რესურსები ინტერნეტში


არქიტექტურა • გრაფიკა • თეატრი • კინოხელოვნება • ლიტერატურა • მუსიკა • სკულპტურა • ფერწერა • ფოტოგრაფია • ქორეოგრაფია

This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.